მეოთხე კლასის მოსწავლეებთან განვახორციელე სასწავლო პროექტი ,,დავით აღმაშენებელი''. პროექტზე მუშაობის დროს განუვითარდათ კვლევითი, შემოქმედებითი, საკომუნიკაციო, თანამშრომლობითი, ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევა.უნარ-ჩვევები. გაიღრმავეს ცოდნა დავით აღმაშენებლის ეპოქისა და მისი პიროვნების შესახებ, განიმტკიცეს წიგნიერებისა და ციფრული კომპეტენციები. განივითარეს XXIს უნარ-ჩვევები: კრიტიკული აზროვნების, ადეკვატურად და პროდუქტიულად ერთმანეთთან თანამშრომლობის, ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვების, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასების, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენების, უწყვეტი განათლების მზაობის დემონსტრირების, კვლევა-ძიებისათვის ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები. გაუღვივდათ ეროვნული ღირსებისა და წინაპართა მიმართ პატივისცემის გრძნობა, აუმაღლდათ პატრიოტული სულისკვეთება. მოსწავლეთა ნამუშევრები, პროექტოის მსვლელობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა. განვათავსე პორტფოლიოში

Комментариев нет:
Отправить комментарий